ქართული ნაგაზი

                                      ქართული ნაგაზი

საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა ქართული ნაგაზის ჯიში, რომელიც მეჯოგეების ერთგული დამცველი მეგობარი და მეგზური იყო.
კავკასიის მთები ითვლება ერთ-ერთი უძველესი მოლოსური ჯიშის – კავკასიური მთის ძაღლის სამშობლოდ. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ქართველთა წინაპარ ტომებს – ხეთებსა და სუბარებს ჰყოლიათ ეს ჯიში მოშენებული.
ქართულ ნაგაზს (კავკასიურ ნაგაზს) ბრძოლის დროსაც იყენებდნენ, თუმცა მის ძირითად დანიშნულებას ცხვრის მწყემსვა და დარაჯობა წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში მას ასევე იყენებდნენ საკუთრების დასაცავად, მგლების მოსაკლავად და დათვებზე სანადიროდ. დღესდღეობით კი იგი კომპანიონობას უწევს ადამიანს და შესანიშნავი მოდარაჯე ძაღლია.

ხვადის სხეულის სიგრძე 105_110, ძუსი კი _ 102_105 სმ-ია. სიმაღლე მინდაოში, შესაბამისად, არანაკლებ 65 და 60 სმ. კუდმოკაუჭებულია გრძელ ან მოკლე ბეწვიანი. ფერად _ ნაცრისფერი, თეთრი, მურა, შავი, ჩალისფერი, ჭრელი და სხვა.

 ნაგაზი დიდი და ძლიერი ჯიშის ძაღლია, ამიტომ ესაჭიროება ყოველდღიური, ინტენსიური ვარჯიში. ეს ძაღლი შეუფერებელია ბინაში ცხოვრებისათვის, რადგან ბევრი თავისუფალი სივრცე სჭირდება. მისთვის იდეალურია ქალაქგარეთ ცხოვრება. მთავარი პირობა კი მისთვის საიმედოდ დაცული და შემოსაზღვრული ტერიტორიაა.

No comments:

Post a Comment