კავკასიური ნაგაზი
მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი „თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც იქნას მიღებული და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია[1].
„ტუგა“, „ტუგო“. უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ისტორიულად საქართველოს მთიანეთში ხალასსისხლიანი ნაგაზი ერთად-ერთი და არსებითად გაბატონებული ძაღლის ჯიში იყო - რამდენადაც საკვების სიმცირის პირობებში უჯიშო ძაღლის შენახვა გამართლებული არ იყო (განსხვავებით მცირერიცხვოვანი „ბაშკიებისაგან“, უჯიშო, მოხეტიალე ძაღლებისაგან, რომლებიც ადრე თუ გვიან მგლების წერა ხდებოდნენ). „ქოფაკი“ თურქულად ძაღლს ნიშნავს (ქართულად უმეტესად ავ ძაღლს) და ზოგჯერ გამოიყენება სამხრეთ საქართველოში „ნაგაზის“ ნაცვლად.
No comments:
Post a Comment