ჯიხვი
ჯიხვი
დიდი ზომის თხა წყვილჩლიქოსნების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: ყუბანური ანუ დასავლეთკავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica) — გავრცელებულია კავკასიონის მთავარი ქედის დასავლეთ ნაწილში, და დაღესტნური ანუ აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica cylindricornis) — ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში (მწვერვალ შხარის აღმოსავლეთით). მისი სხეულის სიგრძე 165 სმ, სიმაღლე მინდაოში — 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14 სმ, მასა 80 (ზოგი 100 კგ) აღწევს. ჯიხვები ბინადრობენ ალპურ და სუბალპურ მდელოებზე. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა გრძელდება 150-160 დღე-ღამემდე. შობენ 1 თიკანს. სქესობრივად მწიფდებიან 2 წლისა. ჯიხვი შინაურ თხას ეჯვარება, რის შედეგადაც მიიღება ჰიბრიდი ჯიხვთხა, რომელიც, განსაკუთრებით კი ვაცი, ზომა-წონით ორივე მშობელს სჭარბობს. ჯიხვი ტყვეობას ადვილად ეგუება და მალე თვინიერდება.![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjwhjQuKgI-WyCLX2LZBJmv3sVlAKhcc3xthpVGTy9gAuxXBlbP_3U7rUTT83U4TVdYbW_2t7MIw8ACGYH-tEVrNIqh9RgKP5ag110iivvqQUbWiODb4QP0IV-s0Kxn76Rg7rTpXk-xMTih/s400/images.jpg)
No comments:
Post a Comment